23 ნოემბერს, 18:00 საათზე გიწვევთ კრებულის „გაწყალებული: მღვრიე კალაპოტების ტოპოგრაფიის” პრეზენტაციაზე.
ორენოვანი პუბლიკაცია აერთიანებს რამდენიმე შეხვედრაში გაშლილი კითხვისა და ფიქრის პროცესს წყალზე, წყლიან და გაუწყლოებულ სივრცეებზე, სხეულებზე, ობიექტებსა, თუ სისტემებზე; პროცესს, რომლის შედეგად დალექილი აზრებიც 7 ავტორის ტექსტებში იხაზება, ან იმღვრევა. საბოლოო ტექსტები ცალ-ცალკე სახავენ მიკრო, თვით-, კოლექტიური, თუ სახელმწიფოებრივი წყაროების მიმართულებას, გარემოში გაზავებულს. იმ რეალობაში, სადაც პირადი, საერთო და ბუნებრივიც ხელიდან დასხლეტვადია, ამ დღეს კითხვით ავამღვრევთ, რატომ წყალი? რატომ წყალი ჩვენში? ტექსტების და მათ შორის გაბნეული, გამოგონილი თუ ნათარგმნი სიტყვების ერთად აკინძვისას იხატება სხვადასხვა რელიეფის ტოპოგრაფია—
გრამატიკა.
შეიძლება ადგილი წინ ვეღარ(ასდროს) უსწრებდეს რუკას, მაგრამ ამ ეკოტონის მოხაზვა და გაფართოება რუკის გადახატვის სავარჯიშოა.
რედაქტორი: ელისაბედ გედევანიშვილი და ლიკა გულბანი
ავტორები:
• ურჩი 0431
• ელენე დუდუჩავა
• მარიამ კახნიაშვილი
• თინათინ ლობჟანიძე
• მარიამ სონღულაშვილი
• ანა მიქაძე
კრებული ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პუბლიკაცია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით სტატიების ავტორებს და ისინი შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
23 ნოემბერს, 18:00 საათზე გელოდებით Kona Books-ში.
📍მისამართი: მაზნიაშვილის #10
შეხვედრის სამუშაო ენა: ქართული